აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარა“ -ს წესდება
თავი 1
ზოგადი დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარა“ (შემდგომში ფრაქცია) არის პოლიტიკური შეხედულებების მქონე უმაღლესი საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
თავი 2
ფრაქციის მიზნები და ამოცანები
ფრაქციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) საკუთარი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება;
ბ) უმაღლესი საბჭოს და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
გ) უმაღლესი საბჭოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და მათი აქტივობის გაზრდისათვის, ასევე მათ მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და დაცვისათვის ხელშეწყობა;
დ) უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა;
ე) ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის განხორციელება.
თავი 3
ფრაქციის ძირითადი უფლებამოსილებები
ფრაქცია უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება;
ბ) შეკითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ პასუხისმგებელ ორგანოებს და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეულ წევრს;
გ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, დროებითი კომისიების, ინტერფრაქციული ჯგუფის, უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საქმიანობაში წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით;
დ) წარადგინოს კანდიდატები ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანოებში, აგრეთვე გამოიწვიოს ფრაქციის წევრი ამ ორგანოებიდან, გადაწყვიტოს ფრაქციის წარმომადგენლობასთან საკავშირებული სხვა შესაბამისი საკითხები;
ე) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი უმაღლესი საბჭოს უწყებანში;
ვ) მოსთხოვოს უმაღლესი საბჭოს აპარატს ფრაქციის ოფიციალური მიმართვის გავრცელება უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის;
ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტისა და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზე გამოთქვას მოსაზრება უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევ -დასანიშნ ან დასამტკიცებელ კანდიდატურებთან, ან იმ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს უმაღლესი საბჭო, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხებთან;
თ) მოითხოვოს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
თავი 4
ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი
ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
ფრაქციის სხდომა, როგორც წესი, ღიაა. ფრაქციის სხდომა ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება დაიხუროს:
ა) ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის არანაკლებ 3 წევრის მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ფრაქციის სხდომები იმართება საკომიტეტო სხდომების კვირის ორშაბათს ან საჭიროებისამებრ. საჭიროებისამებრ ფრაქციის სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფრაქციის არანაკლებ 3 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე.
ფრაქციის სხდომა დღის წესრიგს ამტკიცებს ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილებისათვის) დადგენილი ზღვარის ნახევრისა.
დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის ამოღება ან დამატება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით .
თუ წესდებით სხვარამ ა რ არის გათვალისწინებული, ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია :
ა) გადაწყვიტოს უმრავლესობაში, უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;
ბ) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
ვ) რეგლამენტით დადგენილი წესით წარადგინოს კანდიდატები უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობებზე;
ზ) შეიმუშაოს ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის წესი;
თ) განიხილოს და გადაწყვიტოს ფრაქციაში უმაღლესი საბჭოს წევრის გაწევრიანებისა და ფრაქციიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის საკითხი;
ი) განახორციელოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
თავი 5
ფრაქციის თანამდებობის პირები- მათი არჩევის წესი და კომპეტენცია
ფრაქციის თანამდებობის პირებია:ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი;
ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს;
ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის არანაკლებ 3 წევრს.
ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;
გ) წარუდგენს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ფრაქციის აპარატში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურებს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გადადგეს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან;
ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებუი თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის წევრთა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის წევრთა 3 კაციან ჯგუფს;
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
ბ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან მისი პირდაპირი დავალებით.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან, თუ ამას მოითხოვს ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით. ფრაქციის თავმჯდომარევალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გადარჩეულად ჩაითვლება თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციისსხდომაზე დამსწრე წევრების უმრავლესობით ფარული კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის მდივანს. ფრაქციის მდივის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს.
ფრაქციის მდივანი:
ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის დავალებებს;
ბ) ხელმძღვანელობს ფრაქციის აპარატს და შიდაორგანიზაციულ საქმიანობას;
გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ფრაქციის მდივნის გადარჩევა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის მდივანი გადაყენებულად ჩაითვლება თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის სხდომაზე დამსწრე წევრების უმარავლესობა.
თავი 6
ფრაქციის შემადგენლობა
ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
ფრაქციაში გაწევრიანებისათვის უმაღლესი საბჭოს წევრი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრის გაწევრიანების საკითხი შეაქვს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში, რისთვისაც ფრაქციის სხდომას მოიწვევს არაუგვიანეს ერთი თვისა განცხადების წარდგენის დღიდან.
ფრაქციაში უმაღლესი საბჭოს წევრის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება ფრაქციის შემადგენლობის უმრავლესობით.
ფრაქციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება;
ბ) დაიცვას ფრაქციის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ფრაქციის თავმჯდომარის მითითებები;
გ) ა რ განახორციელოს ფრაქციის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო ქმედება.
ფრაქციის წევრი უფლებამოსილიარეგლამენტით დადგენილი წესით გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან.
ფრაქციას უფლება აქვს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტოლება თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ თუ:
ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის ამოცანებს;
ბ) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას;
გ) განზრახ ან არასაპატიო მიზეზით სისტემატურად არღვევს ფრაქციის წესდების მოთხოვნებს.
ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გარიცხვის მოთხოვნის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის არანაკლე 10 წევრს. ფრაქციიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული.
თავი 7
ფრაქციის წესდების გადასინჯვა
1. ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის არანაკლებ 3 წ3ვრს.
2. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი(?) გააცნოს ფრაქციის ყველა წევრს და საკითხის ინიცირებიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს იგი ფრაქციის სხდომის დღის წესრიგში.
3. ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა თუ მას მხარს დაუჭერს ფრაქციის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
თავი 8
ფრაქციის აპარატი
1. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი.
2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით.
4. ფრაქციის აპარატის საშტატო ერთეულთარაოდენობა, უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოყოფილი ფართი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთარაოდენობის პროპორციულად.