უმაღლესი საბჭოს ფრაქციის -
„ ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული აჭარა“
პოლიტიკური პლატფორმა
საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცება;
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვა;
კანონის უზენაესობის დამკვიდრება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით სათანადო საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება და წარდგენა საქართველოს პარლამენტში;
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფოში მიმდინარე ინსტიტუციონალური რეფორმებისათვის ხელშეწყობა;
რეგიონის განვითარების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა;
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბიუჯეტო წესრიგის დამყარება და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლი;
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;
კერძო მეწარმეობისათვის ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობის სექტორში კერძო ინიციატივების მხარდაჭერა;
საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება;
ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა;
ენერგოკრიზისის დაძლევის ღონისძიებების მხარდაჭერა, ჰიდრორესურსების მაქსიმალურად გამოყენება;
მაღალმთიანი რაიონების განვითარებისათვის ხელშეწყობა;
სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვა;
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის განსახლების სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
მოსახლეობისათვის სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;
საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ხელშეწყობა;
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მიღებულია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული აჭარა“-ს დამფუძნებელ სხდომაზე 2004 წლის 20 ივლისს
ფრაქციის თავმჯდომარე ___________________ კახაბერ მიქელაძე