პარლამენტში საკომიტეტო განხილვები გრძელდება

11 აპრილი

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

   დავით გაბაიძემ უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს.

   კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას. საკომიტეტო განხილვები, სავარაუდოდ, 17 აპრილისთვის დასრულდება და საკითხები პარლამენტის სხდომაზე 20 აპრილამდე განიხილება.