13 აპრილი

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია) სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ცვლილების თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიები და კომისიების აპარატები, კომიტეტებისა და კომიტეტების აპარატების, ხოლო კომისიების თავმჯდომარეები, დარჩენილი უფლებამოსილების ვადით, კომიტეტების თავმჯდომარეების უფლებამოსილებებს შეიძენენ.

   კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.