13 აპრილი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, ამავე საბჭოსთან არსებული გენდერულის თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა განსაზღვრეს.

   უმაღლესი საბჭოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, აღნიშნული კომისია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) სარეკომენდაციო წერილისა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იქმნება. ამ მიზნით, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ სათანადო წერილებით მიმართა შესაბამის უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც, თავის მხრივ, მათ მიერ შერჩეული კომისიის წევრობის კანდიდატები, ასევე წერილობით წარმოადგინეს.

   სხდომაზე იმსჯელეს კომისიაში უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელთა პერსონალურ შემადგენლობაზეც, რომელთა რაოდენობა 6 წევრით განისაზღვრა.

   უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიაში სულ 15 წევრი იქნება, უახლოეს მომავალში კი შემუშავდება კომისიის დებულებაც.