19 აპრილი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

     ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, კომპეტენციები, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმები, საარჩევნო სისტემა -  წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით გათვალისწინებული ის საკითხებია, რომლებზეც დავით გაბაიძემ ისაუბრა. მომხსენებელმა უპასუხა პარლამენტის წევრების შეკითხვებს.

     კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკითხების პარლამენტის სხდომაზე გატანას.