ბიუროს მე-10 სხდომა

01 მაისი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-10 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ანგარიში რეგიონის მთავრობიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმოხილვა უმაღლესი საბჭოს კომისიებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარმოადგენს.

    ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკითხი ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

    უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშიც, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. გადაწყვეტილება ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

    სხდომაზე ასევე იმსჯელეს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაზე.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი