03 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

  საკითხი, რომელიც  სხდომაზე  კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.