08 მაისი

                 

     აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე და გიორგი რომანაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2019 -2022 წლების  საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაესწრნენ.

       სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს სამინისტროს ბიუჯეტსა და მასში გაწერილ პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

     უწყების 2019 წლის ბიუჯეტი 13 774 190, ხოლო პროგრამული ნაწილი - 10 599 290 ლარია, რაც 2018 წლის პროგრამების ბიუჯეტს 888 966 ლარით აჭარბებს. 2019 წელს სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 7 პროგრამას და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს.