14 მაისი

                  

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი მაია ხაჯიშვილი, რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების, ჩვენს ქვეეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა დიასპორის, საზოგადოების წარმომადგენლები, სასტუმრო „ჰილტონში", აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მიერ  აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის - 100 და აწ განსვენებული პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის 95-ე საიუბილეო წლისთავისადმი გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.

     საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში პარვიზ ისმაილზადე მიესალმა, რომელმაც საიუბილეო თარიღებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

       აზერბაიჯანელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღები მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მიწვეულმა სტუმრებმა.

     საზეიმო მიღება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტური ფილმისა და საიუბილეო თარიღებისთვის მომზადებული კულტურული პროგრამის ჩვენებით დასრულდა.