15 მაისი

                  

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და გიორგი რომანაძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ბრანდენბურგის (გერმანია) ფედერალური მხარის რეგიონული პარლამენტის, ლანდტაგის ოფიციალურ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

          ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან და დარგის სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება. სტუმრებმა დაათვალიერეს აგროსერვის ცენტრი, სათბურები და სანერგე მეურნეობები.

       მოგვიანებით ბრანდენბურგის დელეგაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უმასპინძლეს.

      ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტუმრებს ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.