22 მაისი

                                 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-13 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

        კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის კომისიებში განხილვის პროცედურების დაწყებას. კომისიებს საამისოდ ვადა -28, ხოლო წამყვან კომისიას - 29 მაისის ჩათვლით განესაზღვრათ.

       ბიუროს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ასმათ დიასამიძის წინადადებას განხილვის ვადის გახანგრძლივებაზე.