25 მაისი

                           

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტერნოპოლის საერთაშორისო  საინვესტიციო ფორუმს დაესწრო.

         ღონისძიების გახსნის შემდეგ ტერნოპოლში მიწვეული დელეგაციების ხელმძღვანელებთან და უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან მრგვალ მაგიდასთან შეხვედრა გაიმართა.

         ფორუმის ორგანიზატორებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის სახელით, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემისათვის მადლობა გადაუხადა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხვიჩა შარაშიძემ.

      როგორც მან აღნიშნა, ტერნოპოლის ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების საინვესტიციო, ტექნიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.