26 მაისი

          

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე, ასმათ დიასამიძე, გია აბულაძე, პეტრე ზამბახიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი ბათუმში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

      საზეიმო ღონისძიებები საოცრებათა პარკიდან - „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ქალაქში მსვლელობითა და საგანგებოდ საიუბილეო თარიღისათვის მომზადებული შოუთი დაიწყო. სანაპიროზე ტრადიციულად მოეწყო სამხედრო ტექნიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობის,  1918-1921  წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი ფოტო და სხვა გამოფენები.

      აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა- დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანოზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლზე სიმბოლურად მოაწერეს ხელი.

   ზეიმის ნაწილად იქცა საბავშვო, სპორტული ღონისძიებები, ფლეშმობი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით, და სხვა  ღონისძიებები.

      საზღვაო ნავსადგურთან გაიმართა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.

     საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ბათუმში გალაკონცერტით დასრულდება.