ლადო მგალობლიშვილი მინსკში გენადი ლასუტას შეხვდა

11 ივნისი

 

  აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიაში, მინსკში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს ივან პოლევოდას შეხვდა.

  შეხვედრაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს.

მხარეები, შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებისმიზნით,  ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

  აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პროფესიული კოლეჯების - „ბლექსი-სა“ და „ახალი ტალღის“ დირექტორები -გიორგი გოგიტიძე და ლაშა ხახუტაიშვილი არიან,  მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტს ეწვია.

  დელეგაციის ხელმძღვანელის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ბელორუსიის გამოცდილების გაზიარება საგანგებო სიტუაციათა მართვისა და სპეციალისტთა მომზადების თვალსაზრისით. დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტი დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და ძირითად მიმართულებებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი