დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს რამაზან-ბაირამი ხიხაძირიდან მიულოცა

15 ივნისი

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის მეჩეთში რამაზან-ბაირამის ლოცვას დაესწრო.

  მორწმუნეები სალოცავში ადრიანად შეიკრიბნენ და ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა აღავლინეს. რამაზან-ბაირამის დღესასწაული, რომელიც მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება წელს პარასკევს, ანუ მუსლიმთათვის წმინდა დღეს დაემთხვა.

   აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შეკრებილებს საღვთო დღესასწაული მიულოცა და ტკბილეულობა გადასცა.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი