ცოტნე ანანიძე პატიმრების პრობლემებს გაეცნო

19 ივნისი

                       

    აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

   როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა  სასჯელმისჯილებთან თითქმის 4-საათიანი გასაუბრების შემდეგ აღნიშნა, პატიმრები, ძირითადად, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით ითხოვენ დახმარებას.  რამდენიმემ მისთვის საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით დეპუტატის ჩარევის შემდეგ ისარგებლა. საუბარი შეეხო ყოველდღიურობაში წარმოქმნილ ახალ გამოწვევებსა და პრობლემებსაც.

      გარდა ამისა, ცოტნე ანანიძე შეხვდა და ესაუბრა პატიმარს, რომელმაც 3 დღე ე.წ. დეესკალაციის ოთახში გაატარა. მან დეპუტატს დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა.

      საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეხვდა.  გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამის უწყებებთანაც.

    ცოტნე ანანიძე მონიტორინგს სამომავლოდაც პერმანენტულად გეგმავს. ეს პატიმრებთან დეპუტატის რიგით მე-7 შეხვედრა გახლდათ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი