26 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2019-2022 წლები) ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა  კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა კომიტეტის რეკომენდაცია, რაც ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლების შემოსავლებისა და გადასახდელების გეგმის უფრო მაღალი მატების პროგნოზის განსაზღვრას გულისხმობს.

   საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი მინისტრის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაეთანხმა.