ბიუროს №17 სხდომა

28 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს №17 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის შემდეგ, 2 საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2019-2022 წლები) ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, დოკუმენტი, უმაღლესი საბჭოს შენიშვნებითა და წინადადებებით, აჭარის მთავრობას გადაეგზავნება.

   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესათანხმებლად შემოვიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  გენერალური აუდიტორის წერილი, რომელიც  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას წარდგენას ითვალისწინებს. კანდიდატმა, რომელიც 2011 წლის 31 ოქტომბრიდან ამავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს, წარმატებით გაიარა შესაბამისი კონკურსი.

    ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებს, საკითხის განსახილველად, 5 დღე განესაზღვრათ.