29 ივნისი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხი სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა.

         მომხსენებლის განცხადებით, კახაბერ კირტავამ წარმატებით გაიარა აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებული შესაბამისი კონკურსი, ამასთან, ის 2011 წლის 31 ოქტომბრიდან დღემდე  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს.

       კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.