დავით გაბაიძე საერთაშორისო კონგრესის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

28 ივნისი

   

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
     თავის მისასალმებელ სიტყვაში დავით გაბაიძემ რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესზე გაჟღერებული სიახლეები წარმატებით განხორციელდება სამედიცინო პრაქტიკაში.
     კონგრესში, რომელიც 28-30 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ჩატარდება, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 30 ქვეყნის 1 100 დელეგატი მონაწილეობს.
     ამჟამინდელი ღონისძიება, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და მთავრობის თავმჯდომარის - ზურაბ პატარაძის პატრონაჟით ტარდება. კონგრესის ორგანიზატორები არიან ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“.
     საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი 24 სიმპოზიუმად ტარდება და მოიცავს რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგიას, ქირურგიას, კრიტიკულ მედიცინას, ინფექციებს, ტუბერკულოზს, ასთმას, ალერგიას, ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, პედიატრიასა და ნეონატოლოგიას.
      კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს, ბათუმის მერიის თანაორგანიზებით, ჩატარდება გარბენი სლოგანით - „ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი