02 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

  ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე კახაბერ კირტავას არყოფნა გააპროტესტეს და ამ მიზეზით სხდომა დატოვეს.

  კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.

  გაერთიანებულ სხდომას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.