კანონების პროექტები ცნობად მიიღეს

02 ივლისი

 

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმათლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

   საქართველოს პარლამენტის წევრების - კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანისა და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, კომიტეტმა ცნობად მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ.

   კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრების - ოთარ დანელიასა და ირაკლი შიოლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებითაც - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი