05 ივლისი

     

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ახალი ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

      აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს, „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მაღალი გამავლობის 5 ავტომანქანა გადასცა.

      აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, მათგან 43-ს ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანები 2014-2017 წწ.  პროგრამის ფარგლებში გადაეცათ.

     მერაბ კარანაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ცენტრების ავტოპარკი წელს მთლიანად შეივსება და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა სოფლის ექიმების მობილობასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება.