17 ივლისი

           

     საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე  დაასახელა. მანამდე,გიორგი მარგველაშვილმა, კანონმდებლობის შესაბამისად,  კონსულტაციები გაიარა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი უდავოდ ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალვე უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართება, შემდგომ კი მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების კანდიდატურებზე მსჯელობა უმაღლესი საბჭოს კომიტეტბში გაგრძელდება. საკომიტეტო განხილვების დასრულებისთანავე შეიკრიბება უმაღლესი საბჭოს ბიურო და კანდიდატებს კენჭი ეყრებათ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 20 ან 21 ივლისს გაიმართება.