19 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
  ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დავით გაბაიძემ ქვემო სილეზიის მარშალთან, ცეზარ ფშიბილსკისთან გამართა.
  მხარეებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოლონეთისრესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ცერემონიაში მონაწილეობაა.
  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქვემო სილეზიის მარშალს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.
  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს 2015 წელს მოეწერა ხელი და დღემდე რეგიონებს შორის ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვითარდება.