25 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ამ წუთებში ბათუმის №3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. იგი პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით მერვედ იმყოფება.
ცოტნე ანანიძე გაეცნობა პატიმრების პრობლემებს, საკნებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში უშუამდგომლებს მათ შესაბამის სამსახურებსა თუ დაწესებულებებთან. იგი ასევე მოინახულებს იმ მსჯავრდებულებს, რომელთა ოჯახის წევრებმაც თხოვნით მიმართეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დაინტერესებულიყო ბათუმის №3 საპყრობილეში არსებული მდგომარეობით.
ცოტნე ანანიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს.