26 ივლისი

   

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

   აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს საზაფხულო სკოლის გახსნა მიულოცა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის მიმართულებით გამოკვეთილ დადებით დინამიკაზე.

  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები, გაეცნენ უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის პროექტებს, რომლებიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

  უმაღლესი საბჭოს წევრის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ერთ-ერთი პირველია, სადაც შშმ პირთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი, გაეცნენ განათლების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს.