26 ივლისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ტიტე აროშიძესთან ერთად, სსიპ ლაბორატორიული კვლევის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლაბორატორიამ ბოლო წლებში არნახულ წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცენტრი აღიჭურვა უახლესი ლაბორატორიული საკვლევი აპარატურითა და დანადგარ-მოწყობილობებით. ამასთან, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.  ცენტრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.