27 ივლისი

  ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყავროკა-სატახიას საავტომობილო გზის მონაკვეთი დაათვალიერეს, სადაც ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 9 574 კვადრატული მეტრი ასფალტობეტონის საფარი, აშენდა ორი 36-მეტრიანი ბეტონის საყრდენი კედელი, 122-მეტრიანი ოთხი ჯებირი, 1 216 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის სადინარი არხი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადგილზე არსებულ ხიდს.

 სამუშაოები შპს „ერ ტე დემ“ შეასრულა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 490 998 ლარია.