31 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი  საზოგადოებრივი კოლეჯის - „ახალი ტალღისა“ და აჭარის დასაქმების სააგენტოს პროექტების ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის  საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

  საზოგადოებრივ კოლეჯსა და დასაქმების სააგენტოს შორის, 2018 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელდა პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამები სახელწოდებით - ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ და ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’, რომელთა ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა რეგიონის დამსაქმებელთა გამოკითხვისას გამოვლენილი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების საჭიროებაზე ისაუბრა. „სასიხარულოა, რომ კოლეჯში გადამზადებულთა 79% დასაქმებულია,“- განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

   კურსდამთავრებულებს, სხვებთან ერთად, სერთიფიკატები და სპეციალური საჩუქრები  ლადო მგალობლიშვილმაც გადასცა. სერტიფიკატების საზეიმოდ გადაცემის პარალელურად, ღონისძიებაზე გაიმართა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის - „ახალი ტალღა“ ხულოს პროექტის პრეზენტაცია. პირველ ეტაპზე, ფილიალში სწავლის მსურველები აგრარული, ხელოვნებისა და ინჟინერიის მიმართულებით მომზადდებიან.