პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს

09 აგვისტო

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაკაიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების - რაულ მჟავანაძის, ომარ ასლანიძის, გიორგი ქათამაძის, ამირან და გიორგი შაინიძეების საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამავე დღეს ომში დაღუპულთა სახლებზე მემორიალური დაფები განთავსდა, ხოლო მათ ოჯახებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან 3000-3000, ხოლო მუნიციპალიტეტისაგან 300-300 ლარი გადაეცათ.

2008 წლის აგვისტოს ომში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 445 ჯარისკაცი იბრძოდა, მათგან უთანასწორო ბრძოლაში 10 ჯარისკაცი დაიღუპა.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი