11 აგვისტო

    11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ,  უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ,  რეგიონის მთავრობის წევრებმა, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა.

     შეკრებილებმა წუთიერი დუმილით  პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. აჟღერდა  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საგალობლები.

     გმირთა სახელობის სკვერში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  შინდისში დაღუპული 17 გმირი მეომრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტრადიციულად, 17  ხის ნერგი დარგეს.