01 სექტემბერი

                                                 

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ბათუმის მერიის, საკრებულოსა და ბათუმთან დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონში“, „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.      

     ღონისძიებაზე  უკრაინის ქალაქ უმენთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და გაიმართა საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. წელს საპატიო ბათუმელის წოდება 4 ადამიანს მიენიჭა, მათგან ერთს-ჯიმსონ გურგენიძეს სიგელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გადასცა.    

      საზეიმო მიღებამდე„ბათუმობა 2018“   სახალხო მსვლელობით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაიწყო და ევროპის მოედნამდე გაგრძელდა.

      ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებს ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ დღესასწაული მიულოცა  და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ბათუმზე, ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებზე ზრუნვისათვის. დღესასწაულის მონაწილეები ადგილობრივმა და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა ბენდებმა გაახალისეს. ბათუმ-ქალაქობის მთავარი ღონისძიებები კი ძველ ბათუმში გაიმართა, სადაც გაცოცხლდა 19-საუკუნის ზღვისპირა ქალაქი, მოეწყო გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები.

      „ბათუმობა 2018“ პიაცაზე დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.