07 სექტემბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, პროექტის - დებატები ევროპული მომავლისათვის - მონაწილეებს შეხვდა,

   „განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და სპეციალური მხარდაჭერა-ის ძირითადი თემებია, რომელიც სახელმწიფომ პრიორიტეტებად გამოყო, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები კი თქვენ ხართ-ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ახალგაზრდებს.

   ლადო მგალობლიშვილმა პროექტის მონაწილეებს  არაფორმალურ და ფორმალურ განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე, სტაჟირებაზე, მოხალისეობასა და გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა. ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა   სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტებზე.

   საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კითხვები, ძირითადად, სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებებს შეეხო.

    პრეზიდენტის ფონდის მიერ  დაფინანსებული პროექტი, რომელსაც   ევრო-კლუბი   ახორციელებს, ბათუმში დღეს დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.