08 სექტემბერი

          

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძესა და სასწავლო პროცესების მენეჯერს მარიამ ხვიჩიას შეხვდა.

          როგორც გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა,  აკადემია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო წრეებთან.

      ტარიელ ჭულუხაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში აკადემიის წარმომადგენლობა ბათუმშიც გაიხსნება და ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისივე განცხადებით,  შესაბამისი გადაწყვეტილება წინასწარი კვლევების შედეგებითაა განპირობებული. სასწავლო დაწესებულება საუკეთესო საშუალებაა საჯარო მოხელეებისა და სათანადო კადრების გადამზადებისათვის.

       აკადემიის წარმომდგენლები, რეგიონის თითოეულ საჯარო უწყებაში ჩატარებული კვლევების შედეგებზე  დაყრდნობით, შეიმუშავებენ შესაბამის პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით კადრების გადასამზადებლად, რაც სახელმწიფო თუ სხვა უწყებების გაცილებით ეფექტურ მუშაობას განაპირობებს.