17 სექტემბერი

            

         ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ თხილნარის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

         მისასალმებელ სიტყვაში მერაბ კარანაძემ მაღალი ხარისხის განათლების მნიშვნელობაზე, მომავალი თაობების პროფესიონალებად ჩამოყალიბების, თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვისა  და ქვეყნისათვის განათლებული თაობების აღზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

        დეპუტატმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს მადლობა გადაუხადა  წლების განმავლობაში საგანმანათლებლო საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

     სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა.