19 სექტემბერი

                       

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალთანგერელს, გაეროს განვითარების პროექტის წარმომადგენელს ნათია ნაცვლიშვილს, UNDP-ის პროგრამების ხელმძრვანელს გიგი ბრეგაძეს, UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელს ნათია ლიპარტიანსა და  UNDP-ის პროექტის -  „აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარება“ მენეჯერს ირაკლი გორაძეს უმასპინძლა.

    შეხვედრაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ, მრავალწლიანი  თანამშრომლობის  შედეგები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

        სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და აპარატის ხელმძღვანელს აპარატის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა  და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის კუთხით კონკრეტული პროექტების განხორციელების წინადადებით მიმართეს.

      აღინიშნა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და რომ საქართველოს პარლამენტსა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს შორის აქტიური თანამშრომლობა უკვე აპარატებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ თანამშრომლობასაც გულისხმობს.

 

განცხადებები