21 სექტემბერი

                

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პროექტის - „დებატები ევროპული მომავლისათვის“ მონაწილეებს შეხვდა.

       სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, დღევანდელობა, პრობლემები და გამოწვევები - ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა.

       შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ცოტნე ანანიძეს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს, მოისმინეს უმაღლესი საბჭოს წევრის ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის მიერ სასჯელაღსრულების ბათუმის N3 დაწესებულებაში მიმდინარე მონიტორინგთან დაკავშირებით.

         პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც „ევროკლუბი“ ახორციელებს, ბათუმში ერთი თვეა ხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.