27 სექტემბერი

         

    ამ წუთებში  აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.

   ეს დეპუტატის  პატიმრებთან რიგით მე-10 შეხვედრაა,  ბოლოს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,  მონიტორინგის მიზნით, 22 აგვისტოს იმყოფებოდა.