03 ოქტომბერი

                

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძეს, სასწავლო პროცესების მენეჯერს მარიამ ხვიჩიასა და გოჩა მოსაშვილს შეხვდა.

          როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში აკადემიის წარმომადგენლობა ბათუმშიც გაიხსნება და ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. სასწავლო დაწესებულება, წინასწარი კვლევების საფუძველზე, საჯარო მოხელეებისა და სათანადო კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს.

       შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს აპარატში ჩატარებული კვლევების შედეგები წარმოადგინეს. სწორედ მათზე დაყრდნობითა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები გადამზადების სპეციალურ, მათთვის გათვალისწინებულ გადამზადების კურსს გაივლიან.

      აკადემიის წარმომადგენლებმა წინასწარი კვლევები ამ ეტაპზე 140 ორგანიზაციასა და უწყებაში ჩაატარეს.