04 ოქტომბერი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 24-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება დაამტკიცეს.

     დებულების პროექტი, რომელიც საკონკურსო კომისიამ პირველ სხდომაზე შეიმუშავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში  შესატანი ცვლილება ,რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა, ბიურომ ერთხმად დაამტკიცა.