04 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: ლადო მგალობლიშვილი, გიორგი რომანაძე, გიორგი მანველიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქობულეთის კულტურის ცენტრში, პედაგოგთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული დღესასწაული მუნიციპალიტეტის სკოლებში მომუშავე პედაგოგებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საუკეთესო პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

    ღვაწლმოსილ და საუკეთესო აღმზრდელებს პროფესიული დღე ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით  მიულოცეს წარმატებულმა  მოსწავლეებმა - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი პედაგოგების ხსოვნას.