15 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

    სხდომაზე საკითხი კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

   კომიტეტის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ