16 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში, ქვემო სილეზიაში იმყოფება.

   ვიზიტის მიზანია რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

   დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ხვიჩა შარაშიძე და  უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი - გიორგი ცინცქილაძე.

   ვიზიტის ფარგლებში დავით გაბაიძე, პოლონელ კოლეგას, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეს  პაველ ვრუბლევსკის და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს  ცეზარი პშიბილსკის შეხვდა. უმაღლესი საბჭოს დელეგაცია რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.