01 დეკემბერი

1 დეკემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. მან კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი მანველიძე წარადგინა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი დიასამიძემ. წამოდგენილ კანდიდატს ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სხდომის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულებასთან დაკავშირებით.