29 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

   ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობისა და  ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები.

    საზეიმო მიღებაზე თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა თურქეთ-საქართველოს მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობების, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორ ქვეყანასა და მის ცალკეულ რეგიონებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.          

    საზეიმო მიღება ნახატების გამოფენა-გაყიდვით  დასრულდა, შემოსული თანხა ბავშვთა სახლს გადაეცემა.