01 დეკემბერი

ილია ვერძაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ წარადგინა. ფარულ კენჭისყრაში, რომელიც ამავე კომისიის 1 დეკემბრის სხდომაზე გაიმართა, 4 დეპუტატი მონაწილეობდა და ოთხივე მათგანმა წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს და ერთხმად მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების პროექტი.