რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს

01 ნოემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის - მრჩევლის ვაკანსიაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეულ კანდიდატს - გიგა ჩხარტიშვილს უყარეს კენჭი.

 ფარული კენჭისყრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 31 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული 6 წლის ბავშვის ხსოვნას.

 განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, გარდა გიორგი ცინცქილაძისა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

 რიგგარეშე სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების მიერ  2017 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი