კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება

02 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.

 საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის შემუშავება კონსტიტუციური ცვლილებებითაა განპირობებული.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი